გაერო გმობს ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერაყის ჩრდილოეთში, ნახევრადავტონომიური ქურთისტანის დედაქალაქ ერბილზე.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ გასული ღამით ერაყის ქურთისტანის რეგიონში, ერბილის ლოკაციებზე ირანის თავდასხმას, რასაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი მოჰყვა. ნებისმიერი მხარის მიერ თავდასხმები და ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია გაერო-ს ერაყის დახმარების მისიის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები „დიალოგის გზით“ უნდა მოგვარდეს.
ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, ხოლო ექვსი დაშავდა. აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერბილი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა.