გაერო ევროპულ სახელმწიფოებს მიგრანტებით სავსე გემებისთვის პორტების ჩაკეტვის გამო აკრიტიკებს
გაერო ევროპულ სახელმწიფოებს მიგრანტებით სავსე გემებისთვის პორტების ჩაკეტვის გამო აკრიტიკებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, გარკვეული ევროპული სახელმწიფოები ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ხმელთაშუა ზღვაზე რიგი მისიების ბოლომდე დასრულების საშუალებას არ აძლევენ, რადგან ისინი პორტებში მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებენ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტომ ყურადღება დღეს მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა. ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 144 მიგრანტის მიღებაზე ევროპულმა სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი ლიბიაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იუწყებიან, აფრიკულ სახელმწიფოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს მიგრანტები რამდენიმე დღის განმავლობაში არ იღებენ საკვებს.
ამასთან ერთად, მათ ხშირ შემთვევაში მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებასაც კი არ უტარდებათ. გაერო-ს მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვირებში ხმელთაშუა ზღვა 5 ათასამდე მიგრანტმა გადაკვეთა. მათგან მინიმუმ 170 სახიფათო მოგზაურობას ემსხვერპლა.