გაერო დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, ჟულიენ ასანჟს ეკვადორის საელჩოს თავისუფლად დატოვების საშუალება მისცეს
გაერო დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, ჟულიენ ასანჟს ეკვადორის საელჩოს თავისუფლად დატოვების საშუალება მისცეს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, Wikileaks-ის დამფუძნებელს ლონდონის ქუჩებში გასვლის შემთხვევაში დაკავების და შემდეგ მისი ექსტრადირების შიში არ უნდა ჰქონდეს.
გაერო-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი პირობები ასანჟის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ მას საელჩოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების უფლება უნდა ჰქონდეს.
ჟულიენ ასანჟი ეკვადორის საელჩოში ექვს წელზე მეტია იმყოფება. Wikileaks-ის დამფუძნებელს შვედეთში ექსტრადირება ემუქრება, სადაც მის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ჟულიენ ასანჟი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ათასობით საიდუმლო დოკუმენტი აქვს გამოქვეყნებული, შვედეთში მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას უარყოფს.
ასანჟი მიიჩნევს, რომ შვედეთში მისი ჩაყვანა საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებით დასრულდება.