გაერო ბრაზილიის მთავრობას მოუწოდებს, დაპატიმრებულ ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ბრაზილიის მთავრობას მოუწოდა, ყოფილ პრეზიდენტ ლუიშ ინასიუ ლულა და სილვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ.
კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულმა ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ლულამ „მშრომელთა პარტიიდან“ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. არსებობს საფრთხე, რომ მას საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გააუქმოს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ლუიშ ინასიუ ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი ლულა და მისი თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ბრაზილიის დღევანდელმა მთავრობამ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინა და გამამტყუნებელი განაჩენი მიზანმიმართულად გამოუტანა, მიზანი კი არჩევნებში მისთვის ხელის შეშლა იყო.