გაერო - ავიაიერიშების შედეგად სირიაში 1000-ზე მეტ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სირიაში ავიაიერიშების შედეგად 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ბოლო კვირაში დაბომბვას 300-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა სირიის ავიაციის დარტყმების შედეგად გარდაიცვალა, რომლესაც მხარს რუსეთი უჭერს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის მიხედვით, ახლა სირიაში კონფლიქტს დაწყებიდან ყველაზე სასტიკი და სისხლიანი პერიოდი დგას.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა კონფლიქტის მხარეებს ვითარებია დეესკალაციისკენ მოუწოდა.
როგორც გენერალური მდივანი პრესსპიკერმა განაცხადა გუტიერეში „ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულია იმ შესაძლებლობებით, რომ კონფლიქტი შეიძლება სირიის საზღვრებს გასცდეს.“
გაერო-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიში, რა დროსაც ისრაელის არმიის F-16 ჩამოაგდეს.