გაერო ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმინიტარული კატასტროფის შესახებ იტყობინება
გაერო ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმინიტარული კატასტროფის შესახებ იტყობინება

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

ექსპერტთა შეფასებით, 2021 წლის იანვრის შემდეგ, ძირითადად ძალადობის გამო, კიდევ 270 000 ავღნანელი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. დევნილთა საერთო რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა“, – განაცხადეს UNHCR-ში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ავღანეთის მოსახლეობის 65 პროცენტი ქალი და ბავშვია, ამიტომ მომავალი კრიზისის პირობებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები იქნებიან. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 29 პროცენტით არის გაზრდილი.

გაერო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ავღანეთის მოსახლეობა იძულებულია გადალახოს კოლოსალური სირთულეები ქვეყანაში მიმდინარე ხანგრძლივი კონფლიქტის გამო და ამ სირთულეებს კიდევ უფრო აუარესებს განმეორებადი ბუნებრივი კატაკლიზმები და სიღარიბე.