გაერო - 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ „2021 წლის გლობალური ტენდენციების შესახებ ანგარიშში“ ნათქვამია, რომ 2021 წელს, მსოფლიო მასშტაბით, დევნის, კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვნად დარღვეული მოვლენების გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობა იყო 89,3 მილიონი ადამიანი.
ამასთან, UNHCR-ის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლიდან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ყველაზე სწრაფი და ერთ-ერთი უდიდესი იძულებით გადაადგილების კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღნიშნულს დამატებულმა სხვა საგანგებო შემთხვევებმა აფრიკაში, ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში, 2022 წლის მოცემულობით, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.
„ბოლო ათწლეულში ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს“, – განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.
ანგარიში მიხედვით, რუსული აგრესიის გამო, დაახლოებით 7,1 მილიონი უკრაინელი არის იძულებით გადაადგილებული ქვეყნის შიგნით, ხოლო ექვს მილიონზე მეტმა ლტოლვილმა ქვეყანა სრულად დატოვა.
ამავდროულად, სურსათის დეფიციტი, ინფლაცია და კლიმატის კრიზისი აძლიერებს მსოფლიო მასშტაბით ადამიანთა გაჭირვებას, რაც იძულებით გადაადგილების რაოდენობას ზრდის.