2017 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 87 %-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, რეკორდულად არის გაზრდილი ყაყაჩოს ნათესების ფართობი, რაც 328 ათას ჰექტარს აღწევს. სტატისტიკას გაერო ავრცელებს. გასულ წელთან შედარებით, ნათესების ფართობი 63%-ით არის გაზრდილი. შესაბამისი მონაცემები ნარკოტიკისა და დანაშაულის საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სამმართველოს ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი.
ანგარიშის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში ოპიუმის მწარმოებლებმა საქმიანობა სხვა რეგიონებშიც გააფართოვეს და ჯამში 24 პროვინცია მოიცვეს. ამგვარად, ყაყაჩოს ნათესები გაჩნდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო ჩართული ოპიუმის წარმოებაში.
ყველაზე ფართოდ ოპიუმის ყაყაჩოს ნათესები გავრცელებულია ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ყაყაჩოს ნათესებს 144 ჰექტარი აქვს დაკავებული. მას მოსდევს ყანდაღარი – 28 ათასი ჰექტარი.