გადაუღებელმა წვიმამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა.
რამდენიმე ქუჩაზე სრულად დატბორილია სავალი გზები, ეზოები, ბოსტნები. ზოგიერთ ოჯახში წყალმა დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია.
როგორც მაცხოვრებლები აცხადებენ, არ არსებობს სანიაღვრე არხები და ამიტომ იტბორება ქუჩები. მათივე თქმით, წყალმა საკანალიზაციო სისტემები დააზიანა და დაბინძურებული მასა ეზოებში შევიდა.
რამდენიმე ადგილზე მუშაობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.