გადაადგილებაზე შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა.
პრემიერმა დღეს რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.