გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთის დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ვარდება
რუსეთის ფედერაციის დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ვარდება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ინციდენტები, რომლებთან დაკავშირებითაც ფიქრი სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა რუტინად ითვლება.
„არაფერი არ უნდა ვარდებოდეს უკრაინაში, ლატვიაში ან ნატო-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ახალი რეალობაა, სადამდეც ჩვენმა უმოქმედობამ მიგვიყვანა“, – წერს მინისტრი.
ლანდსბერგისმა აღნიშნა ისიც, რომ ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.