გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით უკრაინა ამჟამად იმსახურებს ცალკე გზას ომის გამო
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით უკრაინა ამჟამად იმსახურებს ცალკე გზას ომის გამო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, უკრაინა ევროინტეგრაციის მიმართულებით ცალკე გზას იმსახურებს.

საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ლიეტუვის სახელმწიფო ასევე მხარს უჭერს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.

„თუმცა მიგვაჩნია, რომ ამჟამად უკრაინა იმსახურებს ცალკე გზას ომის გამო“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგმა.