გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად, გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება
ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ლანდსბერგისის თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
„იმისთვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. ამიტომ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან, ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სინამდვილეში მათ არ სურთ საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ ამ კონსენსუსის მიღწევა ძნელი იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.