გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია

ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია, – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია, რადგან ძალიან ბევრი მიისწრაფვის ევროპული გზისკენ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად. ბელარუსში ხალხი მიისწრაფვის დემოკრატიისკენ. სომხეთში მშვიდობა სურთ და ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა. ამიტომ ჯერ უნდა მოვუსმინოთ მათ და ვიყოთ აქტიურად ჩართულები რეგიონში“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლისაბონში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდის საკითხი განიხილეს.