გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშენკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა
ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშენკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა, – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.
„არალეგიტიმურ მმართველებს არ შუძლიათ ლეგიტუმური გადაწყვეტილებების მიღება. ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, გავიდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან და ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმებიდან, არ უნდა აღვიქვათ სერიოზულად. ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც მას შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა“, – წერს ლანდსბერგისი ტვიტერის გვერდზე.