გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ჩვენ ვერ გადავიხდით ნავთობის საფასურს უკრაინელების სისხლით
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დააწესონ ემბარგო რუსეთის ენერგო გაყიდვებზე.
„ენერგეტიკული წყაროებით, რომლის იმპორტსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფინანსდება რუსეთის სამხედრო ოპერაციები. ჩვენ ვერ გადავიხდით ბუნებრივი აირის და ნავთობის საფასურს უკრაინის სისხლით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე.
ამასთან „ბიბისის“ ცნობით, ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება, რომელზეც რუსეთის ენერგო რესურსებზე იტალიის ამჟამინდელი დამოკიდებულება უნდა განიხილონ და თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი იტალიის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისთვის.