სლოვენიაში ფუტსალში ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ტურნირის ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა.
მეოთხედფინალის შედეგები ასეთია:
სერბეთი-ყაზახეთი 1:3 (0:1)
სლოვენია-რუსეთი 0:2 (0:0)
პორტუგალია-აზერბაიჯანი 8:1 (5:1)
უკრაინა-ესპანეთი 0:1
მეოთხედფინალურ ეტაპზე დამყარდა ერთი რეკორდი. პორტუგალიელმა რიკარდინიომ ოთხი გოლი გაიტანა აზერბაიჯანის კარში, რის შემდეგაც, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 21 გოლი დაუგროვდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. წინა რეკორდი (20 გოლი) რუს კონსტანტინ ერიომენკოს ეკუთვნოდა.
ნახევარფინალური მატჩები 8 თებერვალს გაიმართება:
რუსეთი-პორტუგალია
ყაზახეთი-ესპანეთი
ფინალური მატჩი 10 თებერვალს არის დაგეგმილი.