ბიატლონში ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარტან ფურკადმა ავადმყოფობის შემდეგ ვარჯიში განაახლა. ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც შვედურ ესტერსუნდში 7-17 მარტს გაიმართება.
ფრანგმა ერთი კვირის წინ ვარჯიში ანგინის გამო შეწყვიტა.
„ავადმყოფობასთან ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, ძალიან სასიამოვნოა თხილამურებზე დადგომა“, – დაწერა ფურკადმა საკუთარ „ინსტაგრამზე“.