ფურკადმა ახალ სეზონში პირველი ინდივიდუალური რბოლა მოიგო
ფურკადმა ახალ სეზონში პირველი ინდივიდუალური რბოლა მოიგო

სლოვენიის ქალაქ პოკლიუკაში ბიატლონში 2018-19 წლების სეზონის მსოფლიოს თასის პირველი ინდივიდუალური რბოლა გაიმართა. ბიატლონისტებს ​ 20 კილომეტრი უნდა დაეფარათ​ და ოთხჯერ უნდა მისულიყვნენ სასროლეთზე.

ახალი სეზონი ლეგენდარულმა მარტენ ფურკადმა მოგებით გახსნა​. ფრანგს 20-დან არც ერთი სროლა არ აუცილებია და დისტანცია 47 წუთსა და 9.2 წამში დაფარა. ასევე არ ჰქონდათ აცილება მეორე და მესამე ადგილზე გასულებს – გერმანელ იოჰანეს კიუნსა და ავსტრიელ სიმონ ედერს. ისინი ფურკადს, შესაბამისად, 4.2 და 19.7 წამით ჩამორჩნენ.

ინდივიდუალური რბოლა პოკლიუკაში ოთხშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი ნისლის გამო ერთი დღით გადადეს .

შემდეგი რბოლა 7 დეკემბერს გაიმართება. მამაკაცები სპრინტს გაირბენენ.