ფულადი გადარიცხვის სისტემა Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს
ფულადი გადარიცხვის სისტემა Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Post კომპანიაზე დაყრდნობით აცხადებს.
კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Western Union Company დგას მსოფლიოს გვერდით და გმობს უკრაინაში არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას.
„ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ შოკს, მწუხარებას ამ ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გარშემო. ჩვენ ასევე ჩავერთეთ ფართო დიალოგში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რუსეთსა და ბელარუსში ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით. საფუძვლიანად შევაფასეთ შიდა და გარე მოსაზრებები, მათ შორის შედეგები ჩვენი პარტნიორებისთვისა და მომხმარებლებისთვის. საბოლოო ჯამში, უკრაინაზე რუსეთის ხანგრძლივი თავდასხმის გავლენის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელარუსში ჩვენი ოპერაციების შეჩერების თაობაზე“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.