ფულადი გადარიცხვების სისტემა Mastercard-ი ევროკავშირმა 570 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ფულადი გადარიცხვების სისტემა Mastercard-ი ევროკავშირმა 570 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ამერიკული Mastercard-ი 570, 6 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზად ბრიუსელმა ევროკავშირის სივრცეში განხორციელებული ოპერაციების დროს ფინანსური კომპანიის მიერ მომხმარებელთა ინტერესების შელახვა დაასახელა.

კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის, მარგარეტ ვესტაგერის ოფიციალური განცხადებით, Mastercard-ი ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაჭრობის დროს მომხმარებელს უზღუდავდა შესაძლებლობას, რომ მას მომსახურე ბანკების მიერ შეთავაზებული უკეთესი პირობებით ესარგებლა.

Mastercard-ი ხელოვნურად ზრდიდა საბანკო გადარიცხვების ფასს, რითაც საქონლის შეძენის დროს მომხმარებელს არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ მას სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკის მიერ შეთავაზებული სარფიანი პირობებით ესარგებლა, რაც ლახავდა რიგითი მოხმარებლის და ბითუმად მოვაჭრეების ინტერესებს ევროკავშირის სივრცეში“,- განაცხადა ვესტაგერმა.

რადგანაც გამოძიების დროს Mastercard-მა ევროკომისიასთან ითანამშრომლა, კომისიამ კანონით განსაზღვრული ჯარიმა 10 პროცენტით შეუმცირა.