ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაანგრია
ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაანგრია

ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაანგრია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. გზაზე ავტომანქანების გადაადგილებას პოლიცია აკონტროლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთზე შეზღუდვები ერთი საათის წინ ამოქმედდა.

„გზის ამ მონაკვეთის მთლიანად გარღვევის საფრთხიდან გამომდინარე, ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ადგილზეა ტექნიკაც. ხვალ დილიდან დაიწყება გზის გამაგრებითი სამუშაო, ჩაიდება ბეტონის ჯებირი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სოფელი ლეჩური თუშეთის მიმართულებით მიმავალ საავტომობილო გზაზე ბოლო დასახლებული პუნქტია. საავტომობილო გზის დანგრევის შემთხვევაში, სოფელი გარესამყაროს მოწყდება.