ფრიდრიხ მერცი – პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე თუ იქნება, საუბრის შესაძლებლობას თავს არ ავარიდებ

01:24, 09.11.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე თუ ჩავა, მასთან საუბარს თავს არ აარიდებს.

მერცის თქმით, შეხვედრა 13-14 დეკემბერს მაიამიში გაიმართება, მასპინძელ ქვეყანას კი უფლება აქვს, დამატებით სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მიიწვიოს.

„მასპინძლებს ყოველთვის აქვთ უფლება, დამატებით სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები მიიწვიონ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტრამპმა პუტინი მიიწვია. ჩავა თუ არა, ეს საკითხი ღიაა. ჯერ თანხმობა არ განუცხადებია. თუ ის იქ იქნება, საუბრის შესაძლებლობას თავს არ ავარიდებ“, – აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან გონივრული დიალოგი აუცილებელია. მისივე განმარტებით, ერთ დღეს ასეთი დიალოგი ვლადიმერ პუტინთანაც საჭირო გახდება.

მსგავსი