ფრიდონ ინჯია - ყველამ ვიცით, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, გინდაც ერთი ხმით
ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, თუნდაც ერთი ხმით, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების არგუმენტის გარეშე მოთხოვნა, სწორი არ არის.
„ოცნების“ ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, გინდაც ერთი ხმით. თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და არის კანონის უზენაესობა, მაშინ „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე უნდა იყოს. Ჩემთვის გაუგებარია წინადადებები, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეგ საჭიროა, მაგრამ იქ ასეთი პირობა, რომ აი, ერთი პროცენტი თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები, Რატომ ვევაჭრებით. რატომ ვდებთ იქ ერთი პროცენტი იქნება, თუ ორი. რატომ უნდა იყოს ეს. აქ არის ხალხი „ქართული ოცნებიდან“, განსაკუთრებით მაჟორიტარები მაქვს მხედველობაში, რომელთაც კარგად იციან, რომ მართლაც მოიგეს. მათ არ ეკითხებიან და ისე ითხოვენ, რომ იყოს ახალი არჩევნები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე – მინდა, არჩევნები და უნდა იყოს, სხვა არაფერი. ამას ელაპარაკებიან, ითხოვენ ვისგან? Პარლამენტის თავმჯდომარისგან, ფრაქციის, პარტიის თავმჯდომარისგან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს კი არ ეკითხებიან, თანმიმდევრული არაფერი არ არის. თუ ვაშენებთ ქვეყანას, კანონი კანონია. ასევე არის პროკურატურა. ხომ შეიძლება, გვქონდეს ერთი ხაზი, რომელიც კანონზე იქნება დამყარებული. აშშ-ის ინციდენტი რომ მოხდა, 280 თუ 300 კაცია პასუხისგებაში მიცემული. აქ არანაკლები ხალხი იყო, შტურმი რომ მოხდა. არ ვიცი, ვინ არის მიცემული პასუხისგებაში.
რაც შეეხება სასამართლოს, დაიჭერენ, გვაფურთხებენ, აგინებენ პოლიციელებს, ყველას, ვინც მათ ჭკუაზე არ დადის. დაიჭერენ, მოსამართლეები მიუსჯიან 2 000-ლარიან ჯარიმას და ამით დამთავრდა. ყველამ კარგად ხომ ვიცით, რომ ჯარიმას არ იხდიან, ვიღაც უხდის. ჯარიმის გარდა, კიდევ ხომ არის რაღაც სხვა საშუალება. სამი დღის წინ გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ყველაფერს მაამებელს ნუ ვიზამთ ევროპისთვის, თქვენ თქვენი ქვეყანა გაქვთ. როგორც გვჭირდება, ისე გავაკეთოთ. ხელისუფლება უნდა იყოს თავის ადგილზე, თუ ველოდებით, რომ დაიბადება დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე?“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.