ფრიდონ ინჯია - ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება
ფრიდონ ინჯია - ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება

ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება რომ თავის ადგილზე იყოს, ასეთი არეულობა არ მოხდებოდა.

„ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება. ძირითადად, პიკეტირებაზე არის 200 კაცი, რომელიც ამას გენერირებს. ხელისუფლება რომ თავის ადგილზე იყოს და კანონი ყველასთვის ერთი იყოს, ეს არ მოხდებოდა. შეურაცხყოფის მიყენებისთვის, გინებისთვის იჭერენ, სასამართლოში წაიყვანენ და 2 000 ლარი არის ჯარიმა, გამობრუნდება და ისევ აქციაზე დგას. ალბათ, ჯარიმები მართულია და არ იხდიან.

დიალოგი სადღეგრძელოების დონეზე იყო, ალტერნატივა არ აქვსო. ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც მათ უნდათ, რიგგარეშე არჩევნები, არ მგონია, რომ ხალხს უნდოდეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.