ფრიდონ ინჯია - მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტი მმართველ პარტიას უფრო ადრეც უნდა დაეწყო, ადამიანმა, რომელსაც მმართველი პარტია გვერდით ედგა, უნდა იცოდეს გუნდური თამაში
მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტი მმართველ პარტიას უფრო ადრეც უნდა დაეწყო, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
ფრიდონ ინჯიას თქმით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს გუნდური თამაში.
„მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტი მმართველ პარტიას უფრო ადრეც უნდა დაეწყო. ბოლო გამოსვლის დროს, პარლამენტის სხდომაზე, როდესაც ანგარიშს აკეთებდა, რაც მან ილაპარაკა ხელისუფლებაზე და მთავრობაზე, მარტო ეს იყო საკმარისი, მისი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებიდან გამომდინარე. რაც შეეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, აქ ეს ნათლად ჩანს და არის იმპიჩმენტის მყარი საფუძველი. რა, როგორ იქნება, ამას განიხილავს და გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩემთვის და ხალხისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ბევრის მაჩვენებელი იქნება. ადამიანმა, რომელიც ასეთ თანამდებობაზე მმართველი პარტიის მხარდაჭერით მოხვედი და პარტია გვერდში გედგა, უნდა იცოდე გუნდური თამაში. ეს ისეთი პატარა ქვეყანაა და ასეთ მძიმე ვითარებაში, რთულ რეგიონში, რომ გუნდური თამაშის გარეშე გამორიცხულია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხს „ნაციონალურ მოძრაობა“ აუცილებლად გამოიყენებს სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
„ვფიქრობ, ყველა ეს ნაბიჯი პრეზიდენტის მიერ, მგონი, რაღაც გეგმის ნაწილია. გამორიცხულია, ეს შეთანხმებული არ ყოფილიყო ევროპაში იმ ძალებთან, რომელიც უკან უდგას „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილ პრეზიდენტს“, – აღნიშნა ინჯიამ.