ფრიდონ ინჯია - მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში
მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
მისვე თქმით, სამართლიანი იქნება, თუ კომისიების წევრების შემადგენლობა გაიზრდება. ამასთან, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ ცესკო-ში ასევე წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს „პატრიოტთა ალიანსს“.
„სამართლიანად მიგვაჩნია, რომ კომისიების შემადგენლობა გაიზარდოს და იყოს 19, ან 21. სასურველია, 21 იყოს, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა, გამოჩნდნენ ახალი პარტიები და ყველას უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად მუშაობის პირობები.
ჩვენ „პატრიოტთა ალიანსს“ არ ვეხებით, მათ თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათ ნაცვლად გყავდეს წარმომადგენლობა. ეს ვინმეს ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
დაფინანსების საკითხი ცალკე კანონია, თუ იქნება ცვლილებები შეტანილი, სხვა საკითხია. შესაძლოა, იყოს ისეთი ცვლილებები, რომ თუ პარტიას პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს, სამი-ოთხი დეპუტატი ჰყავს რომელიღაც პარტიას, მას დაფინანსება უნდა ჰქონდეს. ჩვენ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე პრეტენზია არ გვაქვს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.