ფრიდონ ინჯია - ბოლო პერიოდში იცემენ მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია, საცემი კიდევ ბევრია, შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონი თუ იქნება, სია შეიძლება, საერთოდ არ იყოს
ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას შეიძლება, პარლამენტის წევრები შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი. ისეთი კანონი თუ იქნება, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება, ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პოლარიზაციის შემცირებასაც შეუწყობდა ხელს, მის პოლიტიკურ ჯგუფს მზად აქვს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონპროექტებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა სჭირდება.
„როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას შეიძლება, პარლამენტის წევრები შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერ-მინისტრო? ისეთი კანონი თუ იქნება, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება, ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს კიდევ ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის – აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების და ადგილების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითისთვის, იქ, სადაც თქვენ ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც უხერხულობას იწვევს მოსახლეობის 98%-ში. ასეთი კანონები მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას, აზრი არ აქვს. იქნება მხარდაჭერა?! ეს გარკვეულწილად პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად, სადამდე უნდა იცემონ ესენი, რამდენია კიდევ საცემი და ამას თქვენ უწყობთ ხელს, რადგან არ არის კანონი და ხართ ისე რა, არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.