ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაძლოა, მისმა გუნდმა მხარი დაუჭიროს
„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაძლოა, მისმა გუნდმა მხარი დაუჭიროს.
ინჯიას განცხადებით, კომისიის შექმნა მმართველ პარტიას უნდა აწყობდეს.
„ამ კომისიის შექმნა ყველაზე მეტად მმართველ ძალას უნდა აწყობდეს. ვიფიქრებთ და შეიძლება, კომისიის შექმნას მხარი დავუჭიროთ, თუმცა გვაქვს კითხვები და საკითხები, რომლებიც კომისიამ უნდა განიხილოს. კერძოდ, რა აინტერესებს ოპოზიციას და რა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც კომისიის შექმნას ითხოვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა კორუფციული საქმიანობა იყოს შესწავლილი და დამნაშავეს პასუხი გაეცეს, თუმცა მმართველ ძალას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, რათა ხალხში უკმაყოფილება არ იყოს, რადგან 2012 წლამდე ბევრი დანაშაულია ჩადენილი“, – განაცხადა ინჯიამ.
ოპოზიცია მოითხოვს, შეიქმნას სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.