ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებელი ფრენკ ლემპარდი პრემიერლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
გასულ თვეში ლონდონელებმა ინგლისის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარეს და სამივე მოიგეს ბურთების შეფარდებით – 9:3. „ჩელსის“ 23 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.
ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი კი გახდა „ლესტერის“ ფორვარდი ჯეიმი ვარდი. ინგლისელის ანგარიშზე სამ მატჩში ოთხი გოლია. „ლესტერი“ 23 ქულით ცხრილში მესამე პოზიციაზეა.