ფრენკ ლემპარდმა, შესაძლოა, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
ფრენკ ლემპარდმა, შესაძლოა, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი, შესაძლოა, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „დეილი მეილმა“. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელთან ადრიან ბურტროიდთან.

ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, ინგლისელები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა კანდიდატები არიან – სტივ კუპერი („სუონსი“) და პოლ სიმპსონი, რომლის ხელმღვანელობითაც ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.