„ჩელსი“ დროებით მწვრთნელად ფრენკ ლემპარდის დანიშვნას აპირებს #1TVSPORT
„ჩელსი“ დროებით მწვრთნელად ფრენკ ლემპარდის დანიშვნას აპირებს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად კლუბის ლეგენდის, ფრენკ ლემპარდის დანიშვნას განიხილავენ, – წერს გაზეთი The Sun-ი.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს „ჩელსის“მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს გრემ პოტერი და ჯერჯერობით მის მოვალეობებს ბრუნო სალტორი ასრულებს, რომელმაც აღიარა, რომ ადრე მატჩისთვის შემადგენლობაც კი არ აურჩევია.

ლემპარდი 4 აპრილს „სტემფორდ ბრიჯის“ ტრიბუნებზე შეამჩნიეს „ლივერპულთან“ მატჩის დროს, რომელიც 0:0 დასრულდა.

ფრენკ ლემპარდი იანვრიდან უმუშევარია, როცა ის „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.