ფრენკ ლემპარდი და ჯეიმი ვარდი ოქტომბრის ლაურეატები არიან

19:21, 08.11.2019

ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებელი ფრენკ ლემპარდი პრემიერლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გასულ თვეში ლონდონელებმა ინგლისის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარეს და სამივე მოიგეს ბურთების შეფარდებით – 9:3. „ჩელსის“ 23 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი კი გახდა „ლესტერის“ ფორვარდი ჯეიმი ვარდი. ინგლისელის ანგარიშზე სამ მატჩში ოთხი გოლია. „ლესტერი“ 23 ქულით ცხრილში მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი