ოფიციალურად - „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლემპარდი დაითხოვა
ოფიციალურად - „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლემპარდი დაითხოვა

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის გაშვების შესახებ.

42 წლის სპეციალისტი გუნდს სათავეში 2019 წლის ივლისში ჩაუდგა და სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო კლუბისთვის. ფრენკის მადლიერი ვართ იმ წარმატებებისთვის, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰქონდა. მაგრამ ბოლო შედეგები და თამაში არ შეესაბამებოდა კლუბის მოლოდინს. „ჩელსი“ გათამაშების ცხრილის შუაში დარჩა და არ ჩანდა სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივა.

არ არსებობს შესაფერისი მომენტი კლუბის ლეგენდასთან გამოსათხოვებლად, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მიღებული იქნება ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება, რათა კლუბს ჰქონდეს დრო ამ სეზონში სიტუაციისა და შედეგების გასაუმჯობესებლად“, – წერია „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში.

პრემიერლიგის 19 ტურის შემდეგ, „ჩელსი“ მეცხრე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. კვირას, ლონდონურმა კლუბმა “ლუტონი“ 3:1 დაამარცხა და ინგლისის თასის მერვედფინალში გავიდა.

„ჩელსი“ გასულია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და იქ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ „ატლეტიკოს“ შეხვდება.