“ჩელსის” ლეგენდა ფრენკ ლემპარდი თავის მშობლიურ კლუბში ბრუნდება. მან “არისტოკრატებში” ტექნიკური დირექტორის პოსტზე უნდა შეცვალოს მაიკლ ემენალო, რომელიც კვირას, “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.
როგორც გაზეთი Daily Express წერს, დროებით ტექნიკური დირექტორის მოვალეობებს კლუბის მფლობელის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი მარინა გრანოვსკაია შეასრულებს, მაგრამ “ჩელსის” იმედი აქვს, რომ ლემპარდი ამ თანამდებობას ხანგრძლივი დროით ჩაიბარებს.
ფრენკ ლემპარდი “ჩელსიში” 2001-2014 წლებში თამაშობდა.