ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან დამარცხდა #1TVSPORT
სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მეხუთე შეხვედრაში ნიდერლანდებს შეხვდა და სამ სეტში, 19:25 25:27 19:25 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს, კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში მასპინძელი, სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, შემდეგ კი ყველა შეხვედრა წააგეს.
ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები რვა გუნდს შორის ჯგუფში მეშვიდე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
18 ივლისი | ხორვატია – საქართველო
19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო