ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT

სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მეოთხე შეხვედრაში პოლონეთის ძლიერ გუნდს შეხვდა და სამ სეტში, 27:29, 15:25, 23:25 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს, კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში შეჯიბრის მასპინძელი, სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, მეორე და მესამე შეხვედრებში კი ბულგარეთთან და იტალიასთან წააგეს.

ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები რვა გუნდს შორის ჯგუფში მეშვიდე ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:

16 ივლისი | საქართველო – ნიდერლანდები

18 ივლისი | ხორვატია – საქართველო

19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო