ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ესტონეთთან მარცხით დაასრულა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ესტონეთთან მარცხით დაასრულა #1TVSPORT

სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მეშვიდე შეხვედრაში ესტონეთს შეხვდა და ოთხ სეტში 15:25, 27:29, 25:22, 20:25 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს, კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში მასპინძელი სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, შემდეგ კი ყველა შეხვედრა წააგეს.

კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა რვა გუნდს შორის მერვე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.