ფრე შვეიცარიასთან და გერმანიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
ფრე შვეიცარიასთან და გერმანიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი გერმანიასა და შვეიცარიას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. თუ წინა ორი შეხვედრა გერმანელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს და მშვიდად მოიგეს, შვეიცარიასთან პირველივე ტაიმში გაუშვეს გოლი და გაქვითვა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.

 

17′ წუთი. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა. მასპინძლებმა ისევე აქტიურად დაიწყეს, როგორც წინა ორი შეხვედრა. მე-17 წუთზე გოლიც გაიტანეს, თუმცა ანდრიხის გოლი არ ჩაითვალა – მანამდე შეტევისას უხეშად ითამაშა ჯამალ მუსიალამ.

28′ წუთი. შვეიცარიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კარგად აწყობილი, მაღალი კლასის ფეხბურთლებით დაკომპლექტებული გუნდია. ეფექტური კომბინაცია ნდოიემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და 1:0.

90+2′ წუთი. გერმანიის ნაკრები წაგებისგან შეცვლაზე შესულმა ფულკრუგმა იხსნა. 1:1 და ჯგუფი გერმანიამ მოიგო.

გერმანია და შვეიცარია მერვედფინალში ითამაშებენ. უნგრეთი კი 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდება თუ არა, ჯგუფური ეტაპის ბოლოს გაირკვევა.

A ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა: