სანაკრებო პაუზით გამოწვეული თითქმის სამკვირიანი პაუზის შემდეგ (ბოლო ტური 27 მაისს გაიმართა) ეროვნული ლიგის თამაშები თელავში გამართული მატჩით განახლდა – „თელავმა“ გორის „დილა“ მიიღო.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდი ცდილობდა, ანგარიში გაეხსნა და სასურველი შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა 0:0.
მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრას წყალტუბოს „26 მაისი არენა“ უმასპინძლებს. მესამეადგილოსანი „სამგურალი“ მეორე ადგილზე მყოფ „დინამო თბილისს“ მიიღებს.
ეროვნული ლიგა. ტური 17
ხუთშაბათი, 16 ივნისი
გაგრა – დინამო ბთ
18:00. დინამო არენა – თბილისი
სამგურალი – დინამო თბ
18:00. 26 მაისი არენა – წყალტუბო
ლოკომოტივი – საბურთალო
18:00. ლოკო – საგურამო
ტორპედო – სიონი
21:00. დავით აბაშიძე – ზესტაფონი