ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის გამართვა დღეს იგეგმება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის გამართვა დღეს იგეგმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის გამართვა დღეს, 19:00 საათზე იგეგმება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სხდომა სავარაუდოდ პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

ფრაქციის ფორმატში განხილვის საგანი იქნება პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომები და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

ნიკა მელიას საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ნიკა მელიამ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოსთხოვა და ამ მიზნით პარლამენტს მიმართა.