ფრაქცია „ქართული ოცნება“ სხდომას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება 
ფრაქცია „ქართული ოცნება“ სხდომას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება 

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, სხდომაზე საუბარი იქნება გუნდის შიგნით მიმდინარე საკითხებზე.