ფრაქცია „ქართული ოცნება“ ხვალ სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
ფრაქცია „ქართული ოცნება“ ხვალ სხდომას გამართავს. ფრაქციის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე გაიმართება. ინფორმაცია პირველ არხს პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაუდასტურეს.
პირველი არხის ინფორმაციით, ფრაქციის ხვალინდელ სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება.