ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდადატებს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ.

ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია წარდგენილ კანდიდატებთან ერთად სამთავრობო პროგრამასა და სამომავლო ხედვებს გააცნობს.

ყველა დეპუტატს ფრაქციიდან შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მინისტრობის კანდიდატს და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვას შეკითხვები.

ორი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა მინისტრობის კანდიდატების მოსმენა და მათი მხრიდან სამთავრობო პროგრამის წარდგენა. ხვალ კი, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა მთავრობის შემადგენლობა და ის კანდიდატები, რომლებმაც მთავრობაში უნდა დაიკავონ პოზიციები პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების საფუძველზე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დარგობრივ კომიტეტებში სხვადასხვა მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, გუშინ საღამოს დასრულდა ეს პროცესი, ხოლო დღეს უკვე გაიმართება ფრაქციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით, მთავრობის ყველა წევრის მოსმენა, რომლის საფუძველზეც უკვე ყველა დეპუტატს ფრაქციიდან შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მინისტრობის კანდიდატს და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დაუსვას შეკითხვები იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ძირითად მიმართულებებს ქვეყნის შემდგომი ოთხწლიანი განვითარების მიმართულებით. ეს პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა ორიენტირებული.

როდესაც პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პარტიის პროგრამა, იქ დააანონსა, რომ შემდეგი ოთხი წელი ჩვენი მმართველობის პირობებში ქვეყნის განვითარება, რომელსაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უჭერს მხარს, უნდა წავიდეს სწორედ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და 2024 წელს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ღირსეული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ამ წარმოდგენილი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის კოვიდპანდემიის პირობებში გამოწვევების პასუხი, ეს გამოწვევები დაკავშირებული არის პირველ რიგში მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და მაქსიმალურად პრევენციაზე რათა არ მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება, ისევე როგორც ეკონომიური გამოწვევების პასუხი ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.