ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.
ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ თბილისის მთავრობის საზეიმო დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს თავმჯდომარეს დღის წესრიგიდან მე-16 საკითხის ამოღების მოთხოვნით მიმართა, სადაც განსაზღვრული იყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ჭონქაძის კანდიდატურის დამტკიცება.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე საკრებულოს სხდომა იმართება და საკითხთს დღის წესრიგიდან ვერ ამოიღებდა, რის შემდეგაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა.