ფრანსუა პინო ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს - პრესტიჟული წოდება პატივს მიაგებს თქვენს სამაგალითო ბიოგრაფიას
ჩემთვის სასიამოვნოა ინფორმაცია თქვენთვის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მონიჭების შესახებ, რაც გულწრფელად მიხარია და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ, – ამის შესახებ აღნიშნულია ფრანგი ბიზნესმენის, კოლექციონერისა და მეცენატის, ფრანსუა პინოს მილოცვაში.
ფრანსუა პინო ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„ეს პრესტიჟული წოდება პატივს მიაგებს თქვენს სამაგალითო ბიოგრაფიას, თქვენი თავდადების ხარისხს დემოკრატიის სამსახურში და, ასევე, თქვენს სიყვარულს საფრანგეთისადმი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ წელსაც. მსურს, დაგარწმუნოთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების გულწრფელობაში“, – აღნიშნულია ფრანსუა პინოს მილოცვაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.