„ფრანს პრესი“ - ქურთებმა შეატყობინეს თეთრ სახლს, რომ მათმა შენაერთებმა და მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხოების ზონა სრულად დატოვეს
ქურთებმა შეატყობინეს თეთრ სახლს, რომ მათმა შენაერთებმა და მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხოების ზონა სრულად დატოვეს. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ელოდებიან, თურქეთ-სირიის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდება და სამხედრო ოპერაცია სრულად შეწყდება.
სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს იწურება.