„ფრანს პრესი“ – ქურთებმა შეატყობინეს თეთრ სახლს, რომ მათმა შენაერთებმა და მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხოების ზონა სრულად დატოვეს

20:19, 22.10.2019

ქურთებმა შეატყობინეს თეთრ სახლს, რომ მათმა შენაერთებმა და მებრძოლებმა ე.წ. უსაფრთხოების ზონა სრულად დატოვეს. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ელოდებიან, თურქეთ-სირიის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდება და სამხედრო ოპერაცია სრულად შეწყდება.

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს იწურება.

მსგავსი