ვითარება თურქეთ-სირიის საზღვართან - საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი კონფლიქტის ზონიდან

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. მსოფლიო ლიდერები თურქეთის ხელისუფლებას ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. თუმცა, პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მას ოპერაციის შეწყვეტას აიძულებს.

კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. მობილიზებულია საერთაშორისო მედია.

ადგილზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფიც. თურქეთ-სირიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ლიკა ალელიშვილი, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე მუშაობენ.