ფრანკფურტის ფესტივალზე ქართველმა შემსრულებლებმა ქვეყნის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება წარმოადგინეს
ფრანკფურტის ფესტივალზე ქართველმა შემსრულებლებმა ქვეყნის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება წარმოადგინეს

ფრანკფურტში „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა. მდინარის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ფესტივალის მთავარი გმირი წელს საქართველო იყო და როგორც ფრანკფურტის ბაზრობის მთავარმა სტუმარმა ქვეყანამ, ევროპელ მაყურებელს ქვეყნის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება წარმოუდგინა.

წიგნის ბაზრობის გახსნამდე, სამი დღის განმავლობაში რამდენიმე მილიონმა მაყურებელმა სცენაზე ქართველი შემსრულებლები, ქართული ანსამბლები და თეატრალური დასები იხილა.

მდინარის პირას, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე ფესტივალის ბოლო დღეს მოძრაობის თეატრმა კარნავალი წარმოადგინა, დასკვნითი კონცერტი კი,  მომღერალმა ნინო ქათამაძემ და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა გამართეს.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება. აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს“- ასე აფასებს გერმანიის წამყვანი მედია საშუალება – hessenschau.de საქართველოს მონაწილეობას მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე (River Bank Festival).